­

აგროგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით

 

Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით. 

 

გენოტიპირების შესაძლებლობები აგროგენომიკაში 

Axiom გენოტიპირების ტესტ-სისტემა აგროგენომიკული კვლევებისთვის

მიკრო-ჩიპების გამოყენების პრინციპზე დაფუძნებული გენოტიპირების სისტემა იდეალურია მცენარეებისა და ცხოველების კომპლექსური გენოტიპირებისთვის, მათი იდენტიფიცირების, ვალიდაციისა და სკრინინგული კვლევების ჩასატარებლად. Axiom-ის ფართო სპექტრის პროდუქცია მკვლევარებს საშუალებას აძლევს არჩევანი გააკეთონ წინასწარ მომაზადებული ტესტ-სისტემებიდან, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტული კვლევის საჭიროებებს.

Eureka აგროგენომიკული ნიმუშების გენოტიპირების ტესტ-სისტემა

Eureka - გენოტიპირების ტესტ-სისტემები აგროგენომიკული კვლევებისთვის გვთავაზობს წინასწარ მომზადებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ შემოთავაზებებს შემდეგი თაობის სექვენირების მეთოდის გამოყენებით. სრული პაკეტი მოიცავს გენოტიპირების პანელებს, რეაგენტების ნაკრებებს, სრულიად ავტომატიზებულ პროტოკოლს და მონაცემთა ანალიზის მარტივ პროგრამებს.

Axiom myDesign გენოტიპირების სისტემები

Axiom myDesign - მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი პანელი ეფექტურად გამოიყენება გენომური მასშტაბის კვლევებისთვის მრავალი სხვადასხვა სახეობის შემთვხვევაში. 

Axiom  - ანალიზის კომპიუტერული უზრუნვეყოფის სისტემა

Axiom-ნაკრებებით შესაძლებელია ავტომატური გენოტიპირება და SNP-კლასიფიცირება მარტივი კომპიუტერული პროგრამით, რომელიც ასევე გვაძლევს ინფორმაციას ხარისხის კონტროლის შესახებ, შეჯამებული ცხრილების და SNP-კლასტერების სახით.

Eureka - ანალიზის კომპიუტერული უზრუნველყოფის სისტემა

Eureka - ანალიზის სისტემა სრული მონაცემთა ბაზაა, რომელიც საჭიროა Eureka - პანელების გამოყენების შემდგომ მიღებული შედეგების ანალიზისთვის. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ნიმუშების მართვა, ახალი თაობის სექვენირებისას ინდექსების კომბინაციების ინტეგრირება და გენოტიპირების მონაცემთა ანალზი ერთი კომპიუტერული პროგრამით.

Axiom და Eureka - გენოტიპირების შესაძლებლობები

Affymetrix - ის ლაბორატორიული ანალიზი მიკრო-ჩიპების გამოყენებით, გენოტიპირების მაღალი წარმადობითა და სისწრაფით ხასიათდება ფართო სპექტრის ნიმუშთა ტიპების შემთხვევაში. სერვისის ლაბორატორიას გენოტიპირებული აქვს 1,000 000-ზე მეტი ნიმუში და აღწერილი აქვს 650 მლრდ-ზე მეტი გენოტიპი, რაც მომხმარებლებს უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზით, კვლევათა სრულყოფით, სისწრაფით და მოქნილობით.

 

სრულყოფილი პლატფორმა ხელსაყრელ ფასად